|
2019-02-15 14:31:35, 1487 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი - მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშის მოტივებით არის ნაკარნახევი
„თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების თემატიკის კლასიკური შემთხვევა“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, სებ-მა „თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გაწვევა მოითხოვა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია მკაფიო პოზიციების დაკავება მათი მხრიდან, ვისაც რაიმე კვალიფიკაცია აქვს ამ საქმეში. „საბანკო, ფინანსურ სფეროში ამ მასშტაბის მოთამაშის მიმართ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების თემატიკაა. სწორედ ასეთი საკითხების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებზე უნდა მსჯელობდნენ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყნის სტაბილურობაზე. მე მივმართავ ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ბანკთან დაკავშირებული თემები განვიხილოთ და გამოვარკვიოთ ჭეშმარიტება რომ არ შეიქმნას პანიკა მთავარ ბანკთან დაკავშირებით. ეს ზოგადად საზოგადოებამ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე. მე მივმართავ ყველას, ეს იმ დონის საკითხია, რომ აუცილებელიია მკაფიო პოზიციების დაკავება განსაკუთრებით მათი მხრიდან, ვინც რამე იცის, ან რაიმე კვალიფიკაცია აქვს ამ საქმეში“, - განაცხადა უსუფაშვილმა. რაც შეეხება საკუთარ პოზიციას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშის და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით არაის ნაკარნახევი. „მე ჩემს პოლიტიკურ და სამოქალაქო ვალდებულებად ვთვლი, ძალიან მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები ნაკარნახევია პოლიტიკური რევანშის და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით. ამ მოტივებით, 11 წლის წინანდელი გადაწყვეტილებების თაობაზე ხელახლა დაწყებული გამოძიება რამდენად არის სამართლებრივად დასაბუთებული, ან რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას თუ საბანკო პრაქტიკას, ამ თემაზე მე ველი გაცილებით კომპეტენტური და საქმეში კარგად ჩახედული ადამიანების შეფასებებს და კომენტარებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან ასევე ეროვნულ ბანკს მიმართა, „თიბისი ბანკის“ წინა შემოწმების მასალები გამოაქვეყნოს. „მე კარგად მესმის საბანკო საიდუმლოების მნიშვნელობა, ვიცი რამდენად დელიკატურია ის ინფორმაცია, რომელიც მარეგულირებელში და ეროვნულ ბანკში იყრის თავს და ამ მოთხოვნას არც დავაყენებდი სხვა შემთხვევაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი და ხელმოწერის უფლება ჩამოართვა ბანკის წამყვან პირებს, ამაზე დიდი შესაძლო ზიანი ბანკს შეუძლებელია რამემ მიაყენოს. ამიტომ მივმართავ ეროვნულ ბანკს, საკუთარი პრესტიჟის გასაფრთხილებლადაც და საკითხში მეტი სიცხადის შესატანად, გამოაქვეყნოს ბანკის წინა შემოწმების დასკვნები და მასალები. ანუ რამოდენიმე წლის წინ როცა შეისწავლეს ეს საკითხი მაშინ რა დაასკვნეს და დღეს რა დაასკვნეს. თუ წინა დასკვნის გამკეთებლი ხალხი არასათანადოდ მოეპყრო საქმეს, მაშინ მათი პასუხისმგებლობაც დასაყენებელია“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ. სებ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად მამუკა ხაზარაძეც. განცხადება იხილეთ აქ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)