|
2019-02-14 14:12:00, 1263 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციას საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალური გახსნის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან, პატრიკ შანაჰანთან გამართავენ შეხვედრას. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთობლივ ღონისძიებაში ნატო-ს გაფართოების თემატიკაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი გახსნიან. კონფერენციის პარალელურად დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბრიტანელ, შვედ და ლატვიელ კოლეგებთან. ღონისძიების მეორე დღეს ლევან იზორია გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელით სპეციალურად თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრება. ამავე დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდება. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების განსახილველად მსოფლიოს წამყვანი ფორუმია. ყოველწლიურად კონფერენციაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, სახელმწიფოს ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან და გლობალური უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)