|
2019-02-14 12:31:59, 648 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე მეთვალყურეობის ელექტრონული სისტემა დაინერგება
გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) მხარდაჭერით, აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე მეთვალყურეობის ელექტრონული სისტემის დანერგვა იწყება. პროექტი მიზნად ისახავს 0-დან 6 წლამდე ბავშვების განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში შექმნილი, ბავშვის განვითარების ელექტრონული მოდული უზრუნველყოფს პჯდ გუნდის ინფორმირებულობას მის უბანზე ახალშობილის შემოსვლასთან დაკავშირებით და შესაბამისად, შექმნის ექიმისა და ექთნის პრო-აქტიული მოქმედების საფუძველს. იუნისეფმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე შეიძენა 107 ერთეული პლანშეტი, რომლებიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში გადმოეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ყველა პჯდ ბრიგადისათვის გადაცემის მიზნით. საპილოტე რაიონების სოფლების პჯდ პროფესიონალები გაივლიან დამატებით გადამზადებას ბავშვთა განვითარების საკითხებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)