16:30 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 12:04:40, 1220 ნახვა

Lifestyle
ინაშვილი: ემიგრანტმა მომწერა, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილმა მტაცებელი ცხოველი უკრაინიდან შემოიყვანოს და თბილისში გააშვებინოსო

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საკუთარი Facebook-ის გვერდზე, ემიგრანტის წერილს აქვეყნებს.

როგორც წერილშია აღნიშნული, გერმანიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი არ გამორიცხავს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მტაცებელი ცხოველი უკრაინიდან არალეგალური გზით შემოიყვანოს და თბილისში გააშვებინოს.

„გერმანიიდან მომწერა ერთმა ქართველმა ემიგრანტმა. იქნებ ამაზეც ეფიქრა კრიზისების მართვის სამსახურსო. მოკლედ, ვერსია მაქვსო... და მოუსმინეთ ვერსიას:

ვინაიდან სააკაშვილი ე.წ. მაოხრებელი მკვდარია და მის მიერ ჩადებულ ნაღმებზე დღესაც ვფეთქდებით, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ბოროტმა მაოხრებელმა მკვდარმა რამდენიმე მტაცებელი ცხოველი არალეგალური გზით შემოიყვანოს უკრაინიდან საქართველოში და თბილისში გააშვებინოს, თითქოს ჩვენი ზოოპარკიდან არიან გაქცეულებიო. ამით ქვეყანაში უმართავ პროცესებს გამოიწვევენ, ამიტომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა განსაკუთრებული სიმკაცრით აკონტროლოს საზღვაო პერიმეტრიო. პრაქტიკულად დივერსია იქნებაო. რაღა დაგიმალოთ, მე ეს არადამაჯერებელ ვერსიად და ისტორიად მეჩვენება, მაგრამ ვინაიდან ბოლო 3 დღეში ჩვენს თავს წარმოუდგენელი ამბები ხდება, ქართველი ემიგრანტის (ჩემი აზრით, ამაო) შიშს მაინც ვასაჯაროვებ. იმედი მაქვს, კრიზისების მართვის სამსახურიც კითხულობს და უშიშროებაც. იმას მაინც არ ვიტყვი მერე, რომ ადამიანს არ დავუჯერე... ისე, მაინც ყურადღებით იყავით... ეშმაკს არ სძინავს...“, - წერს ირმა ინაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics