|
2015-06-18 11:38:17, 640 ნახვა
სამართალი კომენტარი
ვიქტორ დოლიძეს იმედი აქვს, სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირებისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნას დააკმაყოფილებს
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შეუმადგომლობას მიესალმება. როგორც დოლიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მათ გათავისუფლებაში ეჭვი არ ეპარებოდა, ვინაიდან, მისივე თქმით, თავდაცვის 5 ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გამო დააკავეს. ამასთან, ვიქტორ დოლიძე ითხოვს, ბოლომდე გამოიძიონ, თუ რატომ "გამოიყენეს პროკურატურა ირაკლი ალასანიასა და მისი პარტიის წინააღმდეგ იარაღად". "მე ვიცი ერთი რამ, რომ ეს ხალხი არიან აბსოლუტურად უდანაშაულო, პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გამო დაკავებულები. ეჭვიც არ მეპარებოდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ სამართლიანობა აღდგება და აუცილებლად გამოვლენ საპყრობილედან. ამავე დროს, მოვითხოვ იმას, რომ ბოლომდე იყოს მიკვლეული საერთოდ რატომ ატყდა ეს ამბავი, რატომ იყო პროკურატურა გამოყენებული იარაღად ირაკლი ალასანიას და მისი პარტიის წინააღმდეგ. ბავშვი რომ გააღვიძოთ დღეს, გეტყვით, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული. მეორე მხირვ, ის, რაც ახლა დააყენა პროკურატურამ, გასაგებია, ნეტავი დღესვე გამოვიდნენ, ნომერ პირველი საზრუნავი დღეს "თავისუფალი დემოკრატების", ირაკლი ალასანიასი არის სწორედ ის, რომ ეს უდანაშაულო ხალხი გამოვიდეს რაც შეიძლება დროულად და დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. სამართლებრვი დეტალებში აღარ ჩავალ, მაგრამ ის, რომ მათი გათავისუფლება საპყრობილედან რაც შეიძლება მალე არის მნიშვნელოვანი, ამაზე არავინ კამათობს",-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. დოლიძეს იმედი აქვს, სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირები წინასწარი პატრიმობიდან გათავისუფლდებიან. "იმედი მაქვს, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს და იმედი მაქვს, რომ სასამართლო საბოლოოდ გამოიტანს პრინციპულ და სწორ გადაწყვეტილებას, ამის საფუძველიც მაქვს, რომ ვივარაუდო, გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლე ჯუღელმა თავისი პრინციპულობა გამოიჩინა და თავის დროზე გამოიტანა განაჩენი, რომელიც შეეხებოდა მტკიცებულებების არმიღებასაც პროკურატურის მხრიდან, რადგან მათ მტკიცებულებები რეალურად არ გააჩნდათ. ამიტომ, რათქმა უნდა, ობიექტური გადაწყვეტილების იმედი მაქვს, სასამართლო არის უზენაესი ორგანო, რომელსაც გამოაქვს გადაწყვეტილება და მასზე მოქმედების უფლება არავის აქვს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი",-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბრისას. ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება. პროკურატურაში განმარტავენ, რომ ბრალდების მხარის მიერ ხსენებული შუამდგომლობის დაყენება განპირობებულია იმით, რომ 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, მაშინ როდესაც საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები, რომელმაც გასტანა თითქმის 3 თვე (პირველი წინასასამართლო სხდომა ჩატარდა 2015 წლის 01 აპრილს), რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საერთო სასამართლოების პრაქტიკაში; "ასეთ ვითარებაში პროკურატურას არ გააჩნია გონივრული მოლოდინი, რომ დარჩენილ დროში, იმ ვითარებაში როდესაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული წინასასამართლო განხილვა, საქმეზე შესაძლებელი გახდება არსებითი განხილვის ფარგლებში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ წინასასამართლო განხილვისას გადალახულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილია დასაშვებად, ანუ კანონის დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებებად. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით შემცირებულია ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები; ბრალდებულების მიმართ გამოყენებულმა პატიმრობამ გამოიღო პრევენციული შედეგი, რამაც გამოიწვია მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ბრალდებულებსა და მოწმეებს შორის არაკანონიერი გარიგებების განხორციელების საფრთხეების შემცირება. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავარმა პროკურატურამ მიიღო ამ ეტაპისთვის ერთადერთი სამართლებრივად მიზანშეწონილი გადაწყვეტილება და მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით ხსენებული ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია 2015 წლის 19 ივნისს 11:00 საათზე, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობის განხილვა მოხდება.
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)