|
2019-02-11 19:40:32, 1537 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი - დამნიშნონ 1 კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, სააკაშვილს დავაკავებ
„ასი ათასობით ემიგრანტს რომ ელოდებოდნენ, დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ“, - ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრას. როგორც მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, პროკურატურა სააკაშვილის დასაკავებლად საერთაშორისო ორგანიზაციებთან სათანადოდ არ მუშაობს. „მაინტერესებს, რატომ არ მოქმედებს პროკურატურა და არ მუშაობს სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დაკავება. მას რამდენი ბრალი აქვს წაყენებული საქართველოში, დროა, იმოქმედონ ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა, ჩამოაბრძანონ საქართველოში და დააპატიმრონ. ის რეიტინგი, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უწერს „ენდიაი“ (NDI) და რაც აბსოლუტურად ერთი დიდი საპნის ბუშტი და ტყუილია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინდელ დარბაზში. „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. ტყუილია ყველა რეიტინგი, რაც მათთან დაკავშირებით ვრცელდება, ვერ კრებენ ხალხს ვერც თბილისში და ვერც ლიეჟში. ასი ათასობით ემიგრანტს რომ ელოდებოდნენ, დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ. ყველა ძებნილს დავაკავებ და ჩამოვიყვან საქართველოში. ჩემი შეთავაზებაა „ქართული ოცნებისადმი“. სააკაშვილი არის დიდი ავანტიურისტი და კომიკური პერსონა. დაბრუნდეს და წესით უნდა დააკავონ შესაბამისმა უწყებებმა. ძალიან მარტივია ეს სქემა. პროკურატურამ უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)