|
2019-02-11 15:51:28, 1415 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ლიეჟში გამოჩნდა, რომ ერთ მხარესაა ინტელექტუალური ხალხი, ხოლო მეორე მხარეს სრული კატასტროფა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან ჩატარებულ შეხვედრას აფასებს და ამბობს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. სააკაშვილმა ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეხვედრას დაესწრო მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ადგილზე მომხდარი დაპირსპირება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებული იყო. "ყველა ადამიანს, ვინც გუშინ ქართველთა კრებას დაესწრო, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, სამწუხაროდ, ყველასთან ვერ მოვახერხე ცალ-ცალკე გასაუბრება, მაგრამ ამის საშუალება მოგვეცემა. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩამოხვედით თვითმფრინავებით, მანქანებით, ავტობუსებით ძალიან შორი მანძილიდან - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დასაწყისი ქართული ემიგრაციის გაერთიანების. საქართველოს შრომითი, ადამიანური რესურსები, სამწუხაროდ, ახლა ქვეყნის გარეთაა. ამ ხალხის დაბრუნება საქართველოში, ამის მომზადება, თქვენი ინტელექტუალური რესურსების გამოყენება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ჩემ თავს პირადად დავუსახე. დიდი მადლობა იმ სითბოსთვის. გუშინ, ის რაც მოაწყო ივანიშვილმა, მართლაც გააოცა ევროპა. სამარცხვინო იყო დიდი რაოდენობის ნარკომანების გამოგზავნა, მოჭიდავეების ჩამოყვანა, "ტიტუშკების" შემოგზავნა. ახლა ვუყურებდი სურათებს, რომ დაყარეს უამრავი დახეული პლაკატი, მწვადები, რომლებიც დაურიგეს და იქვე დაყარეს. გამოჩნდა ნათლად, ერთ მხარესაა ჭკვიანი, ინტელექტულური, განათლებული, ნათელი, კარგი ხალხი და მეორე მხარესაა სრული კატასტროფა. არ შეიძლება ბოლოს ამ კატასტროფამ გაიმარჯვოს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ უფრო მაგრები ვართ, ძლიერები ვართ. სწორი ხალხი ხართ, სწორი ხალხი ვართ და სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ შემდეგი შეკრებები ბევრად უფრო შინაარსიანი გვექნება იმ გაგებით, რომ ბევრად მეტი უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს და უფრო ორგანიზებულად იქნება ყველაფერი. იქნება შეხვედრები საბერძნეთში, იტალიაში, ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც უფრო კომპაქტურად არიან ქართველები და ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)