16:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-11 11:00:53, 1186 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: არის ერთგვარი „ქარიშხალი ჭიქაში“, არაფერი არ ხდება ცუდი, ყველაფერი კარგად წარიმართება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს. 

როგორც კობახიძემ განმარტა, მუშაობა მინიმუმ 4 თვე გაგრძელდება და ეს ჯანსაღი პროცესია.

"ჩვენ ვხედავთ, რომ არის ერთგვარი „ქარიშხალი ჭიქაში“, არაფერი არ ხდება ცუდი, პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად. ვმუშაობთ პროცედურაზე, კრიტერიუმებზე - ეს კანონპროექტი და ინიციატორი სუბიექტები არ არის გუნდის ასე დაყოფის საფუძველი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასამართლოსთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი პოზიცია, რომელიც ესაჭიროება ქვეყანას და ეს პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს სუბიექტური ინტერესების გარეშე, ეს არის მთავარი, ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო თვეების განმავლობაში, როგორც მოგეხსენებათ ჯერ გვაქვს მისაღები კანონი, რომლის მიღებასაც დასჭირდება მინიმუმ ერთი და შეიძლება ორი თვეც, ამის შემდეგ თვითონ კანდიდატების წარდგენასა და მათ განხილვას დასჭირდება ორი თვე, ანუ საუბარია ოთხთვიან ჯანსაღ პროცესზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics