|
2019-02-11 10:01:54, 1516 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ბათუმში 2 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული ი.მ. და 1969 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. „პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 9 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, მ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 3 აბი, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი - 21 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)