|
2015-06-17 19:55:42, 573 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნაფეტვრებისკენ მიმავალი ტერიტორიიდან ხის მერქანი გაიტანეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნეფეტვრებისაკენ მიმავალ ტერიტორიაზე დაყრილი ხის მერქანი ადგილიდან გაიტანეს. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „სტიქიის ზონიდან გამოტანილი ხის მერქანის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის შემდეგაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ( 15 ივნისს გამთენიისას 02:00 საათზე და ასევე 15 ივნისს დილით 10:00 სათზე), მოახდინა ადგილზე არსებული სიტუაციის შესწავლა. ხის მერქანი დაყრილი იყო გრუნტის გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს მდინარის კალაპოტიდან დაახლოებით 100-120 მეტრში. დეპარტამენტი არ ფლობს ინფორმაციას, ვის მიერ მოხდა აღნიშნულ ტერიტორიაზე ხის მერქანის განთავსება. ამასთან, გზის სავალი ნაწილი არ იყო ჩაკეტილი და ხის მერქანის (ძლიერი წვიმის დროსაც კი) მდინარეში ჩაყრის საშიშროება არ არსებობდა. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამინისტროს უწყებაში შემავალი დანაყოფები იმყოფებოდნენ და ამჟამადაც იმყოფებიან ე.წ ახალი გზის გაწმენდით სამუშაოებზე. შესაბამისად, ადამიანური რესურსების სიმცირის გამო მხოლოდ დღეს მოხერხდა აღნიშნული ტერიტორიიდან ხის მერქანის გამოტანა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)