|
2019-02-08 15:12:07, 463 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა საქმიანობის 1 წელი ზამლეთის მოსახლეობასთან შეაჯამა
შუახევის მერის 1 წლის საქმიანობის ანგარიში, გასული წლის მიმოხილვა და მიმდინარე წლის პროექტები, მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა - ეს ის საკითხებია, რაზეც დღეს ზამლეთის თემის მოსახლეობასთან შეხვედრაზე შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ისაუბრა. მერმა მნიშვნელოვანი ყურადღება იმ ახალ პროექტებზე და სიახლეებზე გაამახვილა, რომელი მუნიციპალიტეტმა დაიწყო და მისი უფლებამოსილების ვადაში განახორციელებს. უპასუხა ადგილობივების კითხვებსაც. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ფრიდონ ფუტკარაძე ელვაურის დაწყებით სკოლას ეწვია, დაინტერესდა სკოლაში არსებული მდგომარეობით, მიმდინარე სასწავლო პროცესით. სკოლას სადაც 6 მოსწავლე ეუფლება განათლებას, სასწავლო პროცესი გამართულ ინფრასტრუქტურულ პირობებში მიმდინარეობს. მერიის ინიციატივით, სკოლას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, შეიღება გარე ფასადი. დღესვე, ხელმძღვანელ პირმა მხარი დაუჭირა ა(ა)იპ ,,მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირი"-ს მიერ ამაგების პროექტის ფარგლებში მოიპოვებული გრანტის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ზამლეთში და ნიგაზეულში თავისუფალი სივრცეების მოწყობას. პროექტით, თავისუფალი სივრცე აღიჭურვება საოფისე ავეჯითა და კომპიუტერებით, რომლის სარგებლობა, როგორც კავშირის წევრებს, ასევე მუნიციპალიტეტს და ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება. გაიმართება შეკრებები, კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)