|
2019-02-08 13:54:01, 1466 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე ბატიაშვილზე: პოლიტიკაში შეთხვევით მოხვდა, შემთხვევითი ადამიანები კი, ძალიან ცუდად ამთავრებენ
სამწუხაროდ, მინისტრი რომელსაც თავისი ბიოგრაფიით კარგი აკადემიური წარსული ჰქონდა, პოლიტიკაში მოხვდა შემთხვევით, შემთხვევითი ადამიანები კი ძალიან ცუდად ამთავრებენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ზუგიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარი განათლების მინისტრის ორგანიზებული არ არის. დეპუტატის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა ძალოვანების დავალება შეასრულა. „რაც შეეხება ქალბატონ ია კერზაიას ტრაგიკულად გარდაცვალების საკითხს, ეს რა თქმა უნდა არ იყო ბატონი მინისტრის მიერ ორგანიზებული. მას დაავალეს, შეასრულა ძალოვნების დავალება, იმ ადამიანების, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკონტროლებდნენ. მიიღო ანონიმური წერილი და ერთი დღის განმავლობაში, წერილის შემოსვლიდან მისი რეზოლუციის დადებამდე და მეორე დილით, როგორც ირკვევა 5 საათზე გააგზავნა დამსჯელი ჯგუფი, ათზე უკვე ზუგდიდში ჩავიდნენ და ფაქტობრივად ერთი დღის განმავლობაში ეს ბიუროკრატიული პროცედურა მან განახორციელა სწორედ სხვების დავალებით. ყველაზე ცუდი და მძიმე მოსასმენი იყო ის, რომ იგი შეეცადა ამ დანაშაულის დაფარვას. ფაქტობრივად გამოესარჩლა ყველა იმ ადამიანს, ვინც მასში მონაწილეობდა, მათ შორის საკუთარი უწყების ჩინოვნიკებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მასზე ახდენდნენ ზეწოლას. ამიტომ სამწუხაროდ, მინისტრი რომელსაც თავისი ბიოგრაფიით კარგი აკადემიური წარსული ჰქონდა, დეკანი ყოფილა ილიაუნიში და საკმაოდ კარგად ახასიათებენ მისი კოლეგა პროფესორები, როგორც იმ დროს იმ საქმიანობით დაკავებულ პიროვნებას, შემდეგ უკვე უნივერსიტეტიც დააფუძნა, ის მოხვდა პოლიტიკაში შემთხვევით. შემთხვევითი ადამიანები ამთავრებენ ძალიან ცუდად, როგორც თავიანთ პირად კარიერას, ასევე ზიანს აყენებენ ქვეყანას და ამ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)