|
2019-02-08 12:42:18, 662 ნახვა
რეგიონი
ხურვალეთთან ოკუპანტებმა სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი განაახლეს [ვიდეო]
სოფელ ხურვალეთთან, რუსმა ოკუპანტებმა სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი განაახლეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ათამდე რუსი სამხედრო იმყოფება. მათ მძიმე ტექნიკის საშუალებით ჯიხური მიიტანეს, რომელსაც სავარაუდოდ, რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურაზე განათავსებენ. როგორც "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული საკითხი არის განსახილველ საკითხებს შორის ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის დღეს მიმდინარე შეხვედრაზე ერგნეთში. ცნობისთვის, სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)