|
2019-02-08 12:31:24, 1407 ნახვა
კომენტარი
ზურაბ დათუნაშვილი - გეგეშიძის სინანული მოჩვენებითია, მას ჩემი გაჩუმება სურს
ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის განცხადება, თითქოს ის ჩადენილ საქციელს ნანობს, თანამდებობის შენარჩუნების მიზნითაა გაკეთებული. როგორც მოჭიდავემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა იმსჯელოს პრეზიდიუმმა მისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭებაზე, როდესაც თავად არის დაზარალებული. დათუნაშვილის მტკიცებით, პრეზიდიუმის შემადგენლობაში ის პირები არიან, რომლებიც გეგეშიძის ინტერესებს იცავენ. “პრეზიდიუმს არ ვენდობი, ისე გამოჰყავთ საქმე, თითქოს შერიგება უნდათ და ზურაა წინააღმდეგი. მე თუ შევურიგდები გეგას, მას უბრალოდ ფულადი თანხით დააჯარიმებენ, რასაც მოჭიდავეების ფულით გადაიხდის. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას უნდა რომ მე გავჩუმდე და მან სკამი შეინარჩუნოს. ამ მიზნით, შესაძლოა ისიც აღიაროს, რომ რკინა ეჭირა ხელში და ის ჩამარტყა, თავიდან ხელის მოქნევასაც არ აღიარებდა. პრეზიდიუმის სხდომა რომ ჩაინიშნება, გავერკვევი ვინ იქნებიან მის შემადგენლობაში და იმის მიხედვით გადავწყვეტ დავესწრები თუ არა პრეზიდიუმის სხდომას. ვაპროტესტებდი, გადავედი ლეიბიდან და თავში ჩამარტყეს რაღაც, კიდევ მე უნდა მივიღო დისკვალიფიკაცია?”, – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი. ქართველი მოჭიდავე ამბობს, რომ მისთვის მარტივი გადაწყვეტილება არ არის ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. “ჩემთვის არ არის მარტივი ავდგე და წავიდე. მაშინ ფედერაციამ უნდა შემიქმნას პირობები, რომ ჩემი მაქსიმუმი დავხარჯო. აქამდეც მქონდა პრობლემები, დაველაპარაკე ამ ხალხს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. შარშან ზაფხულში მქონდა იგივე პრობლემა. ვიბლოკებოდი. სამი საერთაშორისო ტურნირიდან, არც ერთგან წასვლის უფლება არ მომცეს. 2013 წლის შემდეგ საქართველოს არც ერთი ჩემპიონატი არ წამიგია, მხოლოდ ერთხელ წავაგე, ისიც ჩემს ძმასთან”, - აღნიშნა სპორტსმენმა.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)