|
2019-02-07 19:08:39, 778 ნახვა
რეგიონი
გამწვანების აქციას თორნიკე რიჟვაძე შვილთან ერთად შეუერთდა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამწვანების სამსახურის მიერ ორგანიზებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტი - "სილამაზე და ჯანსაღი გარემო ბათუმის ქუჩებში" ითვალისწინებს 70 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხემცენარის დარგვას გმირთა ხეივანში. პირველი ნერგი თორნიკე რიჟვაძემ შვილთან ერთად დარგო და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ,,დღეს მონაწილეობა მივიღე გამწვანების აქციაში. დავრგეთ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი მცენარეები. გამწვანების აქცია მოგვცემს საშუალებას გვქონდეს უფრო გალამაზებული და მწვანე გმირთა ხეივანი. დარწმუნებული ვარ, ბათუმელები სიამოვნებით ისეირნებენ აქ", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. პროექტის ფარგლებში დაირგო ირმის რქა, დეკორატიული ვაშლის და წითელი ტყემლის ხეები. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს წლის ბოლომდე 4000 -მდე ხემცენარის დარგვა აქვს დაგეგმილი. გამწვანების აქციას ბათუმის მერი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)