|
2019-02-07 17:59:33, 830 ნახვა
რეგიონი
ბათუმში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ერთად შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის" ტერიტორიაზე მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გახსნა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საკონტეინერო ტერმინალის და ნავსადგურის საქმიანობის ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხს, რაც რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ისტორიულ მნიშვნელობაზე და სტრატეგიული დანიშნულებაზე. „მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა ქალაქს. მულტიმოდალური ტერმინალი დაეხმარება ბათუმის საზღვაო ნავსადგურს გააორმაგოს ტვირთბრუნვა, რის შედეგადაც ჩვენ მოგვეცემა საშუალება, კიდევ უფრო განვავითაროთ ადგილობრივი ეკონომიკა, მეტად დავასაქმოთ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია, რომ ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონალურ ჰაბად ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ის ახალი, მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე. განახლებული ტერმინალი და ინფრასტრუქტურა გააორმაგებს ტერმინალის გამტარუნარიანობას. შპს „მედლოგ ჯორჯიას" და BICT - Batumi International Container Terminal LLC ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი. წარმატებით განხორციელდა ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები, რის შედეგადაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია საკონტეინერო გემების მიღება 11მ წყალშიგით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტუნარიანობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)