2015-06-17 18:38:45, 456 ნახვა
საზოგადოება
ზურა გურიელიძის მტკიცებით, ზოოპარკიდან დაკარგული აფთარი საფრთხეს არ წარმოადგენს
ზოოპარკის დირექტორი ზურა გურიელიძე ადასტურებს, რომ ზოოპარკიდან დაკარგულია კიდევ ერთი ვეფხვი და აფთარი.
გურიელიძის თქმით, გაურკვეველია ორივე დაკარგული ცხოველი, ცოცხალია თუ მკვდარი. თუმცა, ზოოპარკის დირექტორი ირწმუნება, რომ აფთარი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
„კიდევ ერთი პატარა ვეფხვი და აფთარია დაკარგული. აფთარი პატარა ზომის ცხოველია, საფრთხეს არ წარმოადგენს. გაურკვეველია, ორივე ცოცხალი და გაქცეულია, თუ ჯერ კიდევ შლამში იმყოფება, რომელიც ზოოპარკის ტერიტორიაზეა“, – აღნიშნა გურიელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან