15:16 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-06 11:43:00, 1392 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი „ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე: ყველაფერს ხაზი გადავუსვათ, რომ მურუსიძე გახდეს მოსამართლე ?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება, ყველანაირ ფასეულობებს აცდენილია.

როგორც გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, სხდომაზე ძალიან ბევრი საკითხი არის განსახილველი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაც.

„განცხადება რომელიც გუშინ პოლიტსაბჭომ გაავრცელა არის აცდენა იმ ფასეულობებთან რა ფასეულობების გამოც ასი ათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი “ქართულ ოცნებას“. უნდა გასცეს პასუხი რას ნიშნავს განცხადება „ადრე ცუდად იქცეოდნენ და ახლა კარგად იქცევიან“ და მოდი ამ ადამიანებს ჩავაბაროთ უვადოდ სასამართლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ყველა საკითხზეა სასაუბრო. დაბნეულია ბევრი ადამიანი, რასთან გვაქვს საქმე რას ნიშნავს, რომ ადრე გვრიტიშვილი ცუდი იყო და ახლა კარგი გახდა. ანუ დავივიწყოთ რამდენი ადამიანი გააუბედურეს. ესე ყველაფერს ხაზი გადავუსვათ, რომ მურუსიძე გახდეს მოსამართლე?!“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ, გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების კუთხით გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ არის საუბარი. ამასთან, პოლიტსაბჭოს წევრები ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ გაერთიანებას მოუწოდებს, არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ ჩაერთონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics