11:57 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-05 17:59:40, 679 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის ჩართულობით და წითელი ჯვრის თანადგომით აჭარაში ჰუმანიტარული მისია განხორციელდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს შეხვდა. 

აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, აჭარის მთავრობის ჩართულობითა და წითელი ჯვრის თანადგომით, ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ. 

ჰუმანიტარული ამანათი უკვე გადაეცა  შუახევისა და ხულოს მოსახლეობას, პროცესი ეტაპობრივად გრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებში.   ამანათები მოიცავს 106 ათასი ლარის ღირებულების  ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს როგორც ზრდასრულებისთვის,  ასევე ბავშვებისთვის.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრი. ჩვენს ქვეყანაში თავის საქმიანობებს ახორციელებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით. წითელი ჯვრის მთავარი მისიაა დაეხმაროს  ადამიანებს საგანგებო სიტუაციებით და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics