2019-02-05 17:22:21, 1831 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6506 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6524 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0270 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.0365 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0095 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,