|
2019-02-05 14:27:24, 1298 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ეს ყალბი სოლიდარობა, მაფიქრებინებს, რომ 7 წლის თავზე, კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა
"ქვეყანაში 7 წლის თავზე ჯერ კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა, ეს არის ვართ - თუ არა იმ ღირებულებების და ფასეულობების ერთგული, რომელსაც ვიზავდით ამ წლების განმავლობაში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პლენარუ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბესელიას თქმით, "ქართული ოცნება" გარკვეული გამოცდის წინაშე დგას, რომელიც მანდ უნდა ჩააბაროს. "არც მეტი და არც ნაკლები - ჩვენ ძალიან სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე ვიდექით, როდესაც პარლამენტს, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან შტოს, თავს ახვევდნე გარკვეული ჯგუფები ძალიან საზიანო გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ მოვახერხეთ, რომ პროცესი იმ ეტაპზე გადავიყვანეთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა და ადამიანის უფლებები აქსესუარი კი არ იყოს და ვისაც როდის უნდა, მაშინ კი არ ახსენდებოდეს, არამედ ეს იყოს ის მთავარი ხაზი, რისთვისაც ჩვენ 1-ელი ოქტომბერი მოვიყვანეთ. რაც დეკემბრის ბოლო კვირას მოხდა, არის მნიშვნელოვანი წყალგამყოფი და მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რა უნდა გააკეთოს. სამართლიანობის იდეაზე და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობს დღეს ყველა. ეს ყალბი სოლიდარობაც, რომლის იქით იკითხება ძალიან სამწუხაროდ ის არაგულრწფელი დამოკიდებულება, რომელიც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს მე პირადად, რომ ამ ქვეყანაში 7 წლის თავზე ჯერ კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა - ეს არის ვართ თუ არა იმ ღირებულებების და ფასეულობების ერთგული, რომელსაც ვიზავდით ამ წლების განმავლობაში. ეს გამოცდა დღეს "ქართული ოცნების" წინაშე დგას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენმა კოლეგამ გააცნობიეროს, რა მართლმსაჯულებას დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)