|
2019-02-04 17:55:39, 1498 ნახვა
სამართალი
შსს: პირი რომელმაც ქუჩაში იარაღიდან გაისროლა 400 ლარით დაჯარიმდა
პირი რომელმაც ქუჩაში იარაღიდან გაისროლა 400 ლარით დაჯარიმდა, - ასე პასუხობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გასული წლის 16 ნოემბერს პირმა ქუჩაში გაისროლა, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კი ის ყოველგვარი გამოძიებისა და რეაგირების გარეშე გაუშვეს. უწყების ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 167-ე მუხლის მიხედვით ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაიწყო სამართალწარმოება, რაც დასახლებულ პუნქტებში იარაღიდან სროლას ან დადგენილი წესის დარღვევას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, პირი რომელმაც გაისროლა თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. „2018 წლის 16 დეკემბერს ფალიაშვილის ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთმა მოქალაქემ რეგისტრირებული საკუთარი იარაღიდან გაისროლა, შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოცხადნენ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 167-ე მუხლის მიხედვით ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაიწყო სამართალწარმოება, რაც დასახლებულ პუნქტებში იარაღიდან სროლას ან დადგენილი წესის დარღვევას გულისხმობს. პოლიციამ სამართალდამრღვევ მოქალაქეს ოჯახის წევრთან მომხდარი კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე სცნო სამართალდამრღვევად და დააჯარიმა 400 ლარით“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)