|
2019-02-04 16:54:34, 1113 ნახვა
რეგიონი
ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო
მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტი შეიქმნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რომლის მიზანიც შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი, საინტერესო ტურისტული მიმართულების ჩამოყალიბება, ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმისა და ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულების პოპულარიზაციაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და პროექტის სამუშაო ჯგუფთან ერთად ჭვანის ხეობა მოინახულა და პროექტით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.
“ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმა ტერიტორიის განვითარების დეტალური კონცეფციისა და ტერიტორიის სივრცითი განვითარების გენერალური გეგმის მომზადებას ითვალისწინებს. განვითარების გეგმაში აისახება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს. ჭვანის ხეობა გამორჩეულია კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით, რაც ხეობის განვითარებისა და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შეიქმნას მრავალფროვანი ტურისტული პროდუქტები თითოეულ მუნიციპალიტეტში, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გახდის აჭარას ტურისტებისა და სტუმრებისთვის. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ტურიზმის ყველა თანამედროვე მოთხოვნას უპასუხებს და მათი განხორციელების პირველი ეტაპი 2019-2021 წლებში დასრულდება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)