14:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 15:45:57, 406 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა აბლოთია მდინარე ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ, სადაც ვახტანგ ყოლბაია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდა და მათ იქ არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გამო აფხაზეთის მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია. საოკუპაციო რეჟიმის ამ ქმედებით გალის რაიონის მოსახლეობა ფაქტიურად ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. მოსახლეობას შეეზღუდა წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე. ასევე, პრობლემები ექმნებათ ენგურის იქით დარჩენილ ახალგაზრდებს, რომლებიც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. თუმცა აღვნიშნავ, რომ სოხუმის ადმინისტრაციამ გამოიჩინა ნება და მოსწავლეთა და სტუდენტთა ნაწილმა შეძლო ენგურის ხიდის გადმოკვეთა. შექმნილი ვითარებით შეწუხებულია აგრეთვე ზუგდიდის მოსახლეობაც. თუ ადრე, გადასასვლელის ჩაკეტვამდე ენგურზე დღის განმავლობაში 4-5 ათასი ადამიანი გადაადგილდებოდა, რომელთა დიდი ნაწილიც სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებში იყო ჩართული,  ახლა მოსახლეობა ამას ვეღარ ახერხებს რადგანაც ის ერთადერთი გადასასვლელიც პარალიზებულია. საქართველოს  მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები  საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით ყველაფერს აკეთებს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ჩვენი მოსახლეობისთვის ჩვეულებრივი მიმოსვლის რეჟიმი“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მდინარე ენგურზე არსებული ერთადერთი გადასასვლელი „ღორის გრიპის“ ეპიდემიის საბაბით საოკუპაციო რეჟიმმა 11 იანვარს ჩაკეტა. მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics