|
2019-02-02 20:05:50, 1133 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - პრაქტიკულად შევთანხმდით იმ პროცესის ძირითად ლოგიკაზე, რომლითაც კანდიდატურების შერჩევა მოხდება
„პრაქტიკულად შევთანხმდით იმ პროცესის ძირითად ლოგიკაზე, რომლითაც მოხდება კანდიდატურების შერჩევა, მათი წარდგენა პარლამენტში და შემდგომში დამტკიცება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროცესი დღეიდან სრულად სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელდება. „თითქმის მთლიანად დაეთმო ეს დრო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ მსჯელობას და შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობის შიგნით პრაქტიკულად შევთანხმდით იმ პროცესის ძირითად ლოგიკაზე, რომლითაც მოხდება კანდიდატურების შერჩევა, მათი წარდგენა პარლამენტში და შემდგომში დამტკიცება. დღეიდან პროცესი სრულად სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელდება და იმ საკონსტიტუციო პრინციპებთან და კანონდებლობასთან იქნება თანხმობაში, რომელიც არეგულირებს სასამართლოს საქმიანობას, მათ შორის უზენაესი სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს და უფლებამოსილებებს. ამ სამართლებრივ ჩარჩოში, სწორედ ამ პრინციპებით წარიმართება მუშაობა იმ მარეგულირებელ დოკუმენტზე, კანონზე, რომლითაც მოწესრიგდება პრაქტიკულად უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევისა და მათი შემდგომში პარლამენტში წარდგენის და დამტკიცების პროცესი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)