|
2019-02-02 19:28:45, 1363 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობამ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარადგინა
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ამჟამად, იურუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი ასრულებს. „იცით თქვენ რომ წინ გვაქვს საგაზაფხულო სესია და იცით, რომ იურუდიული კომიტეტის ახალ თავმჯდომარე უნდა წარადგინოს უმრავლესობამ, ჩვენ ვისმჯელეთ დღეა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პოზიციაზე უმრაცლესობა წარადგებს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მას , ვინაიდან ძალიან რთული და შრომატევადი საქმის გაძღოლა მოუწევს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე. პროცესი, როცა ყველას ექნება შესაძლებლობა , როდესაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ვინც ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომ მონაწილეობა მიიღოს და გამოთქვას სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე, შემდგომში თუ როგორ მოხდება ამ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეტანილი განაცხადების დამუშავება , როგორ მოხდება სიის ფორმირება და მისი წარდენა პარლამენტში. ასევე პარლამენტში იქნება უზრუნველყოფილი თითოეული კანდიდატუეის განხილვა საკმარისად დროში და იქნება იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტის წევრებმა დაუსვან იმდენი შეკითხვა, რამდენიც ექნებათ კანდიდატთან მიმართებაში . მდოლოდ ამოს შემდეგ იქნება ინდივიდუალური კენჭისყრა თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით. დღევანდლეი უმრავლესობის შედეგი არის ის, რომ ჩვენ განვიხილეთ პროცესის ძირითადი ლოგიკა, შევთანხმდით, რომე ს რეგულაციები მომზადდება სამართლებრივ პრინციპებთან თანხმობაში და დღეიდან სამუშაობ პრიცესი ანუ კანონპროექტის შემუშავების და მისი დამტკიცების პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელდება”, -განაცხადა თალაკვაძემ.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)