13:52 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 18:59:40, 1186 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობას არ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრაზე უნდა იმსჯელოს. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და პროექტი პარლამენტში უნდა შემუშავდეს. ამასთან, ბესელიას თქმით, ის არ აპირებს მხარი დაუჭიროს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

 „მე მქონდა დღეს 4 საკითხი, რაზეც ვსაუბრობდი დასაწყისში და რაც პრინციპულად მიმაჩნია, რომ უნდა იყოს მხარდაჭერილი. პირველი რაც შეეხება, სამუშაო ფორმატს, რომელიც არის შექმნილი 2017 წლიდან რეფორმის მე-4 ეტაპის სახით, იმ სამუშაო ფორმატში, არ უნდა მოხდეს კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით მსჯელობა და არ უნდა მონაწილეობდნენ ამ კანონპროექტის დაწერაში ის მოსამართლები, რომლებიც შესაძლოა ისევ ხედავენ თავიანთ თავს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. მე, პირადად არ ვაპირებ იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას. მე მიმაჩნია, რომ ეს პროექტი ჩვენ უნდა დავწეროთ პარლამენტში. მეორე, რაც შეეხება, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას, მე ისევ დავსვი ეს საკითხი დღეს. პარტიის თავმჯდომარე ამ პოზიციას ეთანხმება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა დღეს, რომ ის უჭერს მხარს ამ იდეას. ამ პროცედურას დავიწყებთ ჩვენ.

მესამე საკითხი, რომელიც ეხება კრიტერიუმებს, პროცედურას, აქ  განსხვავებული პოზიცია არის დღეს. მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ერთი საერთო ხედვა და ეს პოზიცია არის თანხვედრაში, მათ შორის ბევრ იურიდიული პროფესიის ადამიანთან, საერთაშორისო პარტნიორებთან. ის ვერსია, რაზეც იყო დღეს საუბარი, რაზეც საუბრობდა ირაკლი კობახიძე არის განსხვავებული და ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ გაგრძელდეს ამაზე კიდევ სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, იყოს კონსტიტუციის ფარგლებში ნებისმიერი პრინციპი, რასაც მივიღებთ ეს არის უდავო. ეს ახლა ყველას კარგად გვესმის.

რაც სეეხება მეოთხე საკითხს, ეს იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხი, ამ საკითხზეც არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რაც დღეს უმრავლესობის შიგნით შეჯერდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სესეიაზე უნდა იქნას მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის არის იმ ღირებულებების და ფასეულობების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არა მხოლოდ სახელს და გვარს, არამედ სტანდარტების დაცვას და  ამ გზით სვლას აქვს ძალიან დიდი და პრინციპული მნიშვნელობა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მე სწორედ ამიტომ არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს, პირდაპირ ვამბობ და ეს არ არის პერსონალური ამბავი. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება განსაკუთრებით სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და იმ პრინციპების დაცვას, რასაც ჩვენ ვიცავთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics