|
2019-02-02 18:20:34, 1082 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: უმრავლესობის შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ პროცესი კონსტიტუციას არ გასცდება ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს
„მე ბოლომდე ვერ გავერკვიე, ამიტომ არ მიმიღია კენჭისყრაში მონაწილეობა,“ -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე მხოლოდ ზოგად შეთანხმებას მიაღწიეს და მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება. „უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო და მე შემიძლია გავახმოვანო ეს გადაწყვეტილება, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ პროცესი კონსტუციური ფარგლებიდან არ გავა, ვერ ვხვდები ეს რას ნიშნავს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია და ვერც გავერკვიე, ეს რა გადაწყვეტილებაა და რაში მდგომარეობს. საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ კონსტიტუციის შესაბამისობაში მივიღოთ სამართლებრივი გადაწყვეტილება, ამის წინააღმდეგი არავინ არ იქნებოდა თავიდანვე. პროცესი გაგრძელდება პარლამენტშიც, მსჯელობა იქნება იურუდიულ კომიტეტშიც, განსხვავებული მოსაზრებებიც იქნება წარმოთქმული. ამ ეტაპზე, პრინციპის დონეზე შევთანხმდით, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. კონსტიტუციის შეცვლას ასე პრინციპულად არც არავინ არ ვაყენებდით, თუმცა მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის ღირსეული მოსამართლეების არჩევა უზენაესში უფრო მნიშვნელოვანია. თუ ვერ ვირჩევთ მოქმედი რედაქციით მოსამართლეებს, მაშინ რა თქმა უნდა, კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ და არაა მოსამართლეების სტანდარტი შევამციროთ. მაგრამ მოქმედი კონსტიტუციის ფარგებში ალბათ შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, არჩეული იქნეს ღირსეული მოსამართლეები. ვნახოთ პროცესი როგორ წავა, ამ ეტაპზე მე დამატებით ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)