12:46 - 22 Oct, 2026
|
2019-02-01 19:38:36, 791 ნახვა
რეგიონი
სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა. შემთხვევა დღეს საღამოს, სოფლის მეჩეთის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვს მიყენებული. ადგილობრივების ცნობით, მამაკაცის მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. კერძოდ, მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს წლების წინ მის მიერ მოკლული მამაკაცის ძმამ ესროლა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)