|
2019-02-01 17:40:48, 718 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ახალგაზრდებს უნდა მივცეთ მაქსიმალური ჩართულობის და თვითრეალიზაციის საშუალება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეწვია და თანამშრომლებს უწყების ხელმძღვანელთან, ინგა შამილიშვილთან ერთად მინისტრის ახალი მოადგილე - ალექსანდრე დავითაძე წარუდგინა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება განათლება და ახალგაზრდობა: "ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია განათლება და ახალგაზრდობა. დღევანდელი საკადრო ცვლილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ახალგაზრდული კომპონენტი უნდა იყოს განსაკუთრებით გამოკვეთილი და მათ უნდა მივცეთ მაქსიმალური ჩართულობის და თვითრეალიზაციის საშუალება. ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო იქნება წამყვანი იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელსაც ვგეგმავთ მიმდინარე წელს. ზოგადად, ცენტრალური განათლების სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც შეცვლის მთლიანად განათლების სისტემას და ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის ახალი მოადგილის წარდგენისას. ალექსანდრე დავითაძე განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, აჭარის მთავრობის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)