|
2019-02-01 17:14:16, 1489 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო რეგიონში ლიდერია - რა დაესიზმრათ, ვერ გეტყვით
„უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო რეგიონში ლიდერია, ზოგადად კი 128 ქვეყნიდან საქართველო 49-ე პოზიციას იკავებს, ხოლო რუსეთი 108-ე პოზიციას. დასკვნები შეგიძლიათ თავად გააკეთოთ“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელმაც თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სტუდენტების დაგეგმილი აქციის გამო თბილისში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის ეს შეკითხვები კითხვებს ბადებს. „ეს კომენტარი მართლაც ბადებს კითხვებს, რა მოსატანი იყო 3 მარტს, სტუდენტების მიერ სამინისტროსთან დაგეგმილი აქცია, არ ვიცი. როგორც აღმოჩნდა, ეს აქცია საერთოდ არ ტარდება. ვერ გეტყვით რა დაესიზმრათ. ზოგადად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციური კრიზისული ცენტრი, რომელმაც ეს კომენტარი გააკეთა, ფუნქციონირებს 2013 წლიდან, ის ახორციელებს კრიზისული და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამ ინფორმაციას შემდეგომ აწვდის რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობენ. ასეთი კომენტარები სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც კეთდება, ხოლო რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „გლობალ ფაინანსის“ კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო რეგიონში ლიდერია, ზოგადად კი 128 ქვეყნიდან საქართველო 49-ე პოზიციას იკავებს, ხოლო რუსეთი 108-ე პოზიციას. დასკვნები შეგიძლიათ თავად გააკეთოთ“, - აღნიშნა აბაშიძემ
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)