|
2015-06-17 14:39:51, 541 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური: ზოოპარკისგან მოწოდებული ინფორმაციით, ვიცოდით, რომ არც ერთი მტაცებელი დაკარგული არ იყო
ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მოწოდებული ინფორმაციით, ვიცოდით, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. თუმცა, მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ საწყობში მტაცებელი ცხოველი იპოვეს. "მტაცებელმა ცხოველმა ერთი ადამიანი დაგლიჯა. სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა შიგნით და აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ვეფხვის მიერ იყო დაგლეჯილი. ეს ადამიანი უგონო მდგომარეობაში იყო და როგორც გვაცნობეს, გარდაიცვალა. ვეფხვის დაძინება გვინდოდა, თუმცა აგრესიული იყო და სამწუხაროდ, მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, აღარ უნდა ყოფილიყო არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული, თუმცა დღეს აღმოჩნდა ერთი მტაცებელი ცხოველი. ზოოპარკის ადმინისტრაცია გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ ყველა ცხოველი დათვლილია. თუმცა საწყობში ყოფილა კიდევ ერთი მტაცებელი ცხოველი. როგორც ჩვენთვის როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამი მუშა იმყოფებოდა საწყობში. ვეფხვმა ერთ-ერთ ადამიანზე მოხდინა თავდასხმა, დანარჩენი ორი კი გამოიქცა", - აღნიშნა გომელაურმა. "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. ცნობისთვის, ზოოპარკის დირექტორი 17:00 საათზე ზოოპარკის შესასვლელთან ბრიფინგს გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)