12:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 18:47:39, 1347 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია კადრების გამავრცელებლებს - გავიღიმე ამ ყველაფერზე, თქვენ ეტყობა კარგად არ მიცნობთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ზეწოლას ელოდა. 

როგორც ბესელიამ განმარტა, კადრების გავრცელება მოულოდნელი არ ყოფილა და დასძინა, რომ ეს ვიდეომასალა დიდი ხნის გაკეთებულია. 

„გავიღიმე ამ ყველაფერზე და მინდა ვუთხრა მათ ვინც დგას ამ ყველაფერის უკან - თქვენ ეტყობა მე არ მიცნობთ კარგად იმიტომ, რომ ასეთ მდაბიო , ასეთ საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები რომლებიც არიან უკვე უფრო დაბლა ვიდრე ჭაობი. ველოდი მართალი გითხრათ, ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ვიღაც არ იკადრებდა ამას. ამისთვის მზად ვიყავი. ეს არ არის ახალი ჩანაწერი. ეს უკანონო ჩანაწერი, რომელიც ასახავს ოჯახური  საიდუმლოების და სივრცის უკანონო ჩანაწერს და შინაარსი აქ არაფერი არ არის ასახსნელი, უბრალოდ ფორმაა ამაზრზენი , ეს ჩანაწერი დევს იმ სისხლის სამართლის საქმეში, მე ვთქვი ეს  როგორც ფაქტი“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია გადაცემა "არჩევანში" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა რომ შესაძლოა კადრები თავად ეკა ბესელიამ გაავრცელა და დასძინა, რომ ეს მდაბიო განცხადებაა. 

"ერთ -ერთი მოსამართლე, რომელიც არის იუსტიციის ... არც მინდა გვარის ხსენება. ის ჩემთვის კრებსითად განასახიერებს იმ ადამიანებს , რომლებიც იმაზე უფრო უარესები არიან  ვიდრე აი ამის ჩამდენები და რატომ? ამ ადამიანმა გაახმოვანა გზავნილი რომ თითქოს ეს ჩვენს ინტერესებშია. ახლა წარმოიდგინეთ იმაზე უფრო მეტი სიმდაბლე  ვიდრე ამ მეთოდებით ბრძოლაა ხომ არ არსებობს. ამაზე უარესი რამე თუ შეიძლებოდა წარმომედგინა არის ეს ფსიქოლოგია, რომ ესეთი რამ შეიძლება გაგიჩნდეს თავში ეს აზრი რომ დააბრალო  იმ ადამიანებს ვისაც ამას უვრცელებენ რომ  ეს შეიძლება იყოს მათი გაკეთებული. გესმით სად ვართ და ამის გახმოვანებული არის მოსამართლე რომელსაც უნდოდა უვადოდ აგვერჩია უზენაეს სასამართლოში. ის ახმოვანებს ამ სათქმელს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics