|
2019-01-31 13:39:04, 986 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მინისტრი: თრუსო, კობი და გუდოს ხეობა ადრე თუ გვიან ოსეთს დაუბრუნდება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს, კერძოდ თრუსოს ხეობას, კობსა და გუდოს ხეობას "აღმოსავლეთ ოსეთის ისტორიულ ნაწილს" უწოდებს, - ამის შესახებ ე.წ. მინისტრმა Neues Deutschland-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მედოევმა აღნიშნა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შექმნის დროს ბოლშევიკებმა ოსებს ტერიტორია "უკანონოდ ჩამოართვეს". "აღმოსავლეთ ოსეთი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გარეთ დარჩა და შემდგომში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრებშიც ვერ მოხვდა, საქართველოს ექსპანსიისთვის მარტივ ნადავლად იქცა. დღეს ამ სოფლების მაცხოვრებლებისთვის, სამშობლო საზღვარგარეთად მიიჩნევა. ეს პრობლემა არის საკმაოდ მტკივნეული სამხრეთ ოსეთისთვის. რესპუბლიკის მოსახლეობას, ჩვენს უწყებას და პრეზიდენტს გვსურს, რომ ეს ტერიტორიები ადრე თუ გვიან დავიბრუნოთ. სამხრეთ ოსეთის დიპლომატებმა არაერთხელ წამოაყენეს დევნილების პრობლემა სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზეც და სამომავლოდაც გააგრძელებენ ამას, იმისთვის რომ ოსები წინაპართა ისტორიულ მიწებს დაუბრუნდნენ", - განაცხადა ე.წ. მინისტრმა. მან აგრეთვე რუსეთთან ურთიერთობებსაც გაუსვა ხაზი. მედოევის თქმით, "რუსეთი სამხრეთ ოსეთის შეუცვლელი პარტნიორია. ოფიციალურ მოსკოვთან თანამშრომლობა რესპუბლიკის ისტორიული არჩევანია". გარდა ამისა, მედოევმა იმედი გამოთქვა, რომ "ჟენევის დისკუსიების ფორმატი, რომელიც ამ ეტაპზე შედეგის მომტანი არ არის, საბოლოო ჯამში დაანახებს საქართველოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა".
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)