03:34 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 11:25:33, 2630 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლის წარმომადგენელი: დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება ღმერთს სურდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებით, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება ღმერთს სურდა. ამის შესახებ სანდერსმა ქრისტიანული მაუწყებლობის კავშირისთვის - CBN-სთის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„სხვადასხვა დროს ღმერთი მოგვიწოდებს, სხვადასხვა როლი შევასრულოთ. ვფიქრობ, მას სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო”, - განაცხადა სარა სანდერსმა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა სირიაზეც ისაუბრა.

„პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქრისტიანებს, მხარს ვუჭერთ ქურთებს. ისინი, ვინც ამბობენ, რომ პრეზიდენტი პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს, უბრალოდ ვერ ხვდებიან ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიზანს”, - ამბობს სარა  სანდერსი. 

გარდა ამისა, სანდერსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოზის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ამორალურია და აღნიშნა, რომ „სასაცილოა იმის თქმა, რომ შენი ხალხის დაცვის იდეა, რაც აშშ-ს პრეზიდენტის მოვალეობაა, ამორალურია“. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics