|
2015-06-17 12:02:09, 591 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან ასელბორნის შეხვედრაზე. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა 13 ივნისის ტრაგედიის გამო და საქართველოს მთავრობის მეთაურს მიუსამძიმრა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირველი ივლისიდან ლუქსემბურგი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მზაობა, ვიზიტის ფარგლებში მოინახულოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)