|
2019-01-29 12:40:14, 1351 ნახვა
კომენტარი
კალაძე ფარულ ჩანაწერებზე: გუნდის წევრებიდან რომელიმეს მონაწილეობას ამ პროცესში გამოვრიცხავ
თბილისის მერი, კახა კალაძე გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდის რომელიმე წევრს შესაძლოა, რაიმე კავშირი ჰქონდეს პარლამენტის დეპუტატის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პირადი ცხოვრების კანდრებით შანტაჟი მიუღებელია. "მე არ ვიცი რა ჩანაწერებზეა საუბარი. გუშინ საუბარი იყო, თუმცა არავის არ უნახავს ეს ვიდეო ჩანაწერები. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი. ყველა გავერთიანდეთ და ჩვენ ყველამ ეს წარსულს ჩავაბარეთ. გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მე არ ვიცი, შესაძლოა კონკრეტული ადამიანები რაღაცას აკეთებდნენ ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, გამოძიება ალბათ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. გუნდის წევრებიდან ამ საქმეში მონაწილეობას გამოვრიცხავ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი", - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)