|
2019-01-28 20:46:35, 1477 ნახვა
კომენტარი
ქალდანი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე: ამ შანტაჟს სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი იმედოვნებს, რომ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც გავრცელების საკითხსზე სამართალდამცველებს მყისიერი რეაგირება ექნებათ. როგორც ქალდანმა აღნიშნა, მისი უწყება მზად არის დახმარებისთვის, რათა მსგავსი მეთოდით ადამიანების შანტაჟი დასრულდეს. „ჩვენც გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ჭიჭინაძესთან და სხვა პირებთანაც. შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ისინი სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ჩვენც ჩვენი მხრივ მზად ვართ, რომ დავეხმაროთ კონკრეტულ ადამიანებს ან იგივე კონსულტაცია გავუწიოთ მათ მაგრამ მე ვიმედოვნებ რომ რეაგირება იქნება მყისიერი. ჩვენ რაღაცნაირად, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ აი ამ შანტაჟის საკითხებს. იმიტომ, რომ ვიცით ყველამ ძალიან კარგად რომ ამ შემთხვევაში მთელი საზოგადოება არის მსხვერპლის მხარეს, ვინც არ უნდა იყოს ის. სახლებს და გვარებს მნიშვნელობა აბსოლუტურად არ აქვს და ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მას ვინც ცდილობს პირადი ცხოვრებით შანტაჟი განახორციელოს“,-განაცხადა თამარ ქალდანმა. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, კადრები გუშინ სოციალური ქსელების მეშვეობთ გავრცელდა. მან აღნიშნული ფაქტი მოსამართლეების საკითხს დააკავშირა და სამართალდამცავ ორგანოებს მოწუოდა საკიტხი რაც შეიძლება მალე გამოიძიონ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)