|
2019-01-28 16:01:32, 1346 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: პირადი ცხოვრების ჩანაწერებით ბინძური ბრძოლა ამ ხელისუფლებამ დაიწყო და მე-7 წელია გრძელდება
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სავარაუდო გავრცელებას ეხმაურება. გოცირიძეს მტკიცებით, ასეთი ტიპის მეთოდებს მმართველი გუნდი იყინებს და განმარტა, რომ ეს მაშინ ხდება, როდესაც საკუთარი მიზნების მიღწევა სურთ. „პირადი ცხოვრების ჩანაწერებით ასეთი ბინძური ბრძოლა დაიწყო ამ ხელისუფლებამ და გრძელდება მეშვიდე წელიწადია. დაწყებული ჰაკიმ ფაშას ფირებით და შემდეგ ზოგიერთი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო პირების, ჟურნალისტების თუ სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების კადრების გამომზეურება და შემდეგ განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე იძიებენ ამას დასავლელი სპეციალისტების მონაწილეობით, ვინაიდან თურმე ინტერნეტსივრცეში მსგავსი პრობლემების მოგვარება არცთუ ისე ადვილია. არავინ არაფერს არ იკვლევდა, ეს არის მათი ფარული და სარეზერვო ბინძური იარაღი, როდესაც სჭირდებათ თავიანთი პოლიტიკური თუ სხვა მიზნების მისაღწევად, გამოაგდებენ ხოლმე ამ ჩანაწერებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, კადრები გუშინ სოციალური ქსელების მეშვეობთ გავრცელდა. მან აღნიშნული ფაქტი მოსამართლეების საკითხს დააკავშირა და სამართალდამცავ ორგანოებს მოწუოდა საკიტხი რაც შეიძლება მალე გამოიძიონ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)