|
2019-01-28 10:06:17, 1390 ნახვა
კომენტარი
კახა ბექაური: „სილქნეტმა“ უკვე შეაჩერა გაძვირების პროცესი და იმედი მაქვს „მაგთიც“ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, „იმედი LIVE“-ის ეთერში სატელეკომუნიკაციო ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ არ არსებობის ამის საფუძველი ქართულ ბაზარზე. მისი აზრით, ორივე კომპანიამ („სილქნეტი“/„მათიკომი“) არასწორ დროს არასწორი გადაწყვეტილება დააანონსა, ვინაიდან ბაზარზე ტარიფის გაზრდის წინაპირობა არ არსებობდა. ბექაურის შეფასებით, კარგია რომ კომპანია „სილქნეტმა" კომისიის მიმართვის საფუძველზე, უკვე შეაჩერა გაძვირების პროცესი და იმედს იტოვებს, რომ ანალოგიურად მოიქცევა „მაგთიც". "ჩვენ კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ საცალო ბაზარი დავარეგულიროთ, მათ შორის დავადოთ ზღვრულ ტარიფებზე ვალდებულება კომპანიებს. თუ კომისია მივა დასკვნამდე, რომ ეს ორი დიდი ძალის მქონე ოპერატორი ("სილქნეტი" და "მაგთი") ბაზარზე ფასების გაძვირებით თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, კომისიას უფლება აქვს საცალო ზღვრული ტარიფები დააწესოს", - განაცხადა კახა ბექაურმა. მისივე განმარტებით, კომპანიების კომისიის მიერ დაწესებული ზღვრული ტარიფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სასამართლოში აქვთ, თუმცა კახა ბექაური ფიქრობს, რომ საქმე აქამდე არ მივა, რადგან კომისია დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. "თუ კომისია მივიდა ზღვრული ტარიფის დადგენამდე, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კომპანიებს სასამართლოში აქვთ. კომისია დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მე არ მახსენდება ბოლოს როდის წავაგეთ სასამართლო პროცესი. იმიტომ, რომ კომისიის ყველა ასეთი გადაწყვეტილება ფუნდამენტური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მიიღება. დეტალურად ხდება საკითხების შესწავლა, როგორც აპარატის, ასევე კომისიის ხუთივე წევრის მხრიდან", -განაცხადა კახა ბექაურმა. კომისიის თავმჯდომარემ, მსოფლიო ტენდენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნელ-ნელა ხმოვანი მომსახურება ძალიან მცირდება და იაფდება, ვინაიდან ეს სრულად ინტერნეტში გადადის. "Whatsapp, Viber უკვე მობილური კომუნიკაციების თანმდევი სერვისები გახდა, შესაბამისად, GSM-ის ხმოვანი მომსახურების მოცულობა მცირდება და მცირდება ფასებიც. ამიტომ მსოფლიოში დიდი გამოწვევების წინაშე არიან მობილური კომპანიები, იმისთვის, რომ შემოსავლები არ დაკარგონ, ისინი ყოველდღიურად ფიქრობენ, რა ახალი პროდუქტები შექმნან, რომ მომხარებელი კმაყოფილი იყოს", - განაცხადა კახა ბექაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)