17:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 10:16:11, 356 ნახვა

პოლიტიკა
ხადური: შემოწირულობების სახით ამ ეტაპზე 4 მილიონ 200 ათას ლარზე მეტია მობილიზებული

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ხაზინაში ანგარიშზე და კომერციული ბანკების ანგარიშზე ამ დროისათვის მობილიზებულია 4 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი.

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სრულად შემოწირულობები, მათ შორის კერძო და ფიზიკური პირებისგან შემოწირულობა არის მილიონ 700 ათასი ლარი, 31 ათასი დოლარი და ათასი ევრო.

"სახელმწიფო ბიუჯეტმა უკვე გამოყო 10 მილიონი ლარი მთავრობის განკარგულებით რეგიონების ფონდიდან, რომელიც უკვე ჩაერიცხა მერიას. კვირასვე განხორციელდა ეს ტრანზაქცია. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 200 ათასი ლარი. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გარდაცვლილთა ოჯახების დახმარებისთვის გამოიყო ამ ეტაპზე 150 ათასი ლარი. ყველა ოჯახი ხვალვე მიიღებს ამ დახმარებას მას მერე, რაც ადგილობრივი თვითმმართველობისგან მივიღებთ მათ ზუსტ კოორდინატებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება დონორებს, 2 დღის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო, ქალაქის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობდა დონორებთან. ხადურის განცხადებით, ელჩების მხრიდან არის სრული მზაობა იმუშაონ და დღეს ფინანსთა სამინისტრო მიაწვდის იდენტიფიცირებულ საჭიროებებს მათ.

"ელჩებსაც და საფინანსო ინსტიტუტებსაც ჩვენ ვთხოვეთ, რომ დახმარების დიდი ნაწილი ჩვენ გვინდა იყოს ფინანსური დახმარება, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა იქიდან არის შემოთავაზება როგორც ტექნიკის, ისე ინტელექტუალური დახმარება, ტექნიკური დახმარება, ექსპერტები და ა.შ.", - განაცხადა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics