|
2019-01-27 16:21:45, 1161 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - დამოუკიდებელი სასამართლო
„ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. ჯგუფი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობს. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ რთული კონტექსტის მიუხედავად, განხილვა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართება. „ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ იმ პროცედურისა და კრიტერიუმების განხილვა, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან და არჩევასთან და ამას დაეთმობა მთლიანად, დღევანდელი შეხვედრა. მესმის, რომ კონტექსტი არის ცოტათი რთული, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ რთული კონტექსტის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ კონსტრუქციულ გარემოში, სამართლებრივი განხილვის ორგანიზებას პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - საერთო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. განხილვის დაწყებამდე, ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს შეახსენა, რომ ამ ფორმატში არაერთი შეხვედრა დაეთმო დისციპლინური წარმოების საკითხების განხილვას და დოკუმენტის შემუშავება სრული კონსესუსით მოხერხდა. მისივე თქმით, დარჩა გარკვეული საკითხები, რომლებზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, ხოლო რაც შეეხება დისციპლინურ დევნის საფუძვლებსა და სხვა საკითხებს- ეს უკვე სრულადაა ასახული კანონპროექტში. „ჩვენ სრული კონსესუსით მოვახერხეთ იმ დოკუმენტის შემუშავება, რომელიც არის დღეს წარმოდგენილი დღეს თქვენს წინაშე. უკვე კანონპროექტის სახე მიიღო ამ დოკუმენტმა, რომელიც შეეხება დისციპლინურ წარმოებას მოსამართლეებთან მიმართებით. არის გარკვეული საკითხები დარჩენილი, რომელთან დაკავშირებითაც უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, საქმე ეხება პროცესს ამ შემთხვევაში, იყო დამატებითი შენიშვნები წარმოდგენილი კონკრეტული მონაწილეების მხრიდან. რაც შეეხება თვითონ დისციპლინური დევნის საფუძვლებს და სხვა საკითხებს, ეს საკითხები არის სრულად ასახული ამ კანონპროექტში, შესაბამისად, თქვენის ნებართვით, ჩვენ უკვე დავაინიცირებთ ამ დოკუმენტს ოფიციალურად პარლამენტში, თუმცა, გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილი ჰქონდა ბატონ გიორგი ჩხეიძეს - ჩვენ გვქონდა შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამასთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, დამატებითი მსჯელობა არის საჭირო ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს ნაწილი, დისციპლინური წარმოების, რჩება ღია. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, კანონპროექტი არის შემუშავებული და ეს კანონპროექტი იქნება დაინიცირებული პარლამენტში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, სხვა მიდგომაც იყოს გამოყენებული და კანონპროექტის ინიცირება მას შემდეგ მოხდეს, რაც აღნიშნულ ნორმებზე პოზიციები შეჯერდება. „შეგვიძლია, წავიდეთ სხვა მიდგომით, არ დავაინიციროთ საერთოდ კანონპროექტი, დაველოდოთ ამ ნორმებზეც პოზიციების შეჯერებას და ამის შემდეგ დავაინიციროთ ეს საკითხი. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება გვქონდეს ინდივიდუალური კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღოთ ეს გადაწყვეტილება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით იმართება.
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)