|
2019-01-26 15:06:59, 1884 ნახვა
კომენტარი
მოსამართლე ვეფხია ლომიძე - ჯანეზაშვილი და დოლიძე ისე მოგვმართავენ, როგორც თუთაშხია მიმართავდა არქიფოსგან დაბეჩავებულ ხალხს
„ისინი ისე მოგვმართავენ, როგორც თუთაშხია მიმართავდა არქიფო სეთურის მიერ დაბეჩავებულ ხალხს“, - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვეფხია ლომიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებზე, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ღია წერილი, რომელიც გუშინ დოლიძემ და ჯანეზაშვილმა გაავრცელეს, მოსამართლეებისთვის შეურაცხმყოფელია. „ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა გუშინ გაავრცელეს მოსამართლეების მიმართ, ე.წ. პერსონალური წერილი. ამ წერილში შეგვახსენეს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ვერ შედგება თავისუფალი მოსამართლეების გარეშე. მათ მოგვიწოდეს, რომ განვთავისუფლდეთ ყოველგვარი წნეხისგან. იმავდროულად, შეეცადნენ დავერწმუნებინეთ, რომ მათი ამ მოქმედების ამოსავალი წერტილი არის ბრძოლა სასამართლოში დამკვიდრებული არაკანონისმიერი გავლენების წინააღმდეგ. ასეთი მიმართვა, მისი შინაარსი და ტონი არის შეურაცხმყოფელი თითოეული მოსამართლისთვის. ისინი ჩვენ მოგვმართავენ, როგორც დათა თუთაშხია მიმართავდა არქიფო სეთურის მიერ დაბეჩავებულ ხალხს. ისინი ებრძვიან იუსტიციის საბჭოს და ამასთან ერთად, სასამართლო ხელისუფლებას. ახდენენ მის დისკრედიტაციას საზოგადოების თვალში. ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს არ აქვთ იმის მორალური უფლება, რომ ჩვენ ამგვარი მოწოდებებით მოგვმართონ. ამაოდ ცდილობენ ჩვენს შორის თანამოაზრეების მოძებნას. შეუძლებელია, რომ სამასი მოსამართლე, მათ შორის ნახევარზე მეტი უვადოდ დანიშნული, იყოლიო უსიტყვო მორჩილებაში. ამისათვის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ბერკეტი ან მექანიზმი“, - განაცხადა ვეფხია ლომიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)