17:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-26 11:47:55, 1577 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო სესიაზე დაიბარა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით, საპარლამენტო სესიაზე დაიბარა.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაზრდილია და ამასთან დაკავშირებით პრემიერმა კითხვებს უნდა უპასუხოს.

„ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილი კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით,  25 იანვარს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობა“-მ, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინტერპელაციის წესით, საპარლამენტო სესიაზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაიბარა.

ინტერპელაცია წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის ახალ მექანიზმს. რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებს მიმართოს კონკრეტული შეკითხვით.  შეკითხვის ადრესტი კი, ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას.

რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება წელიწადში ოთხჯერ- საგაზაფხულო სესიის მარტისა და მაისის და საშემოდგომო სესიის სექტემბრისა და ნოემბრის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს.

 საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე 22 მარტს ელის, რათა პრემიერისგან მოისმინოს დასმულ შეკითხვაზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics