|
2019-01-25 19:37:13, 1293 ნახვა
კომენტარი
ბესელია: მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პარლამენტში უნდა გადმოვიდეს - იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობა მაღალი არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, დღევანდელი სხდომა ნაყოფიერი იყო. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი შეჯერდა პრინციპულ საკითხებზე, თუმცა დარჩა კონკრეტული საკითხები, რაზეც მსჯელობა გაგრძელდება. „დღევანდელი შვიდსაათნახევრიანი შეხვედრა არ იყო იოლი და ბუნებრივია, იყო საინტერესო, ძალიან დაძაბული და ამავე დროს საქმიანი. დღეს პრაქტიკულად ამოვწურეთ დღის წესრიგში რაც გვინდოდა გაგვევლო. მთავარი ის არის რომ დღესაც პროცესის მოდერაციას ახდენდა ბიძინა ივანიშვილი, მას ისევ ისეთივე პოზიცია და განწყობა ჰქონდა როგორც გუშინ და ამ მოდერაციას დროს მან მაქსიმალური ენერგია დახარჯა, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გადაეყვანა პროცესი და მაქსიმალურად დაახლოვდეს ის პოზიციები რაც განგვასხვავებს ჩვენ. მართლაც ბევრი დრო და ენერგია დაიხარჯა ამისთვის და ღირდა, რადგან ძალიან რთულ საკითხს ვეხებით, ეს არ არის მხოლოდ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების სია, ეს არის ქვეყნის განვითარებისა და მომავლის ხედვა. ყველაფერზე ვერ დავასრულეთ საუბარი, მაგრამ შევჯერდით იმაზე რომ ღიად დარჩენილი რამდენიმე საკითხი გაგრძელდება ამ საკითხებზეც შემდგომში მუშაობა. არის საკითხები, როდესაც უკვე გადავედით კონკრეტულ პროექტზე, მოსაზრებები როდესაც ერთმანეთს გავუზიარეთ, არის საკითხები, რომელზეც გვაქვს ერთნაირი პოზიცია, მაგრამ არის საკითხები, რომელიც ჩემთვის პრინციპულია, რასაც ვერ შევცვლი ვერცერთ შემთხვევაში და დარჩება ჩემი მეგობრებისთვის პრინციპულ საკითხად და გავაგრძელებთ ამაზე დისკუსიას. რა არის ეს საკითხები: პრინციპულია ის რომ პარლამენტში გადმოვიდეს მთელი ეს პროცესი, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც კონსტიტუციით ეხება იუსტიციის საბჭოს. საბჭომ უნდა წარმოადგინოს სია, მაგრამ მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს უფრო გრძელი სია, ვიდრე 10 ადამიანია. საბჭოსადმი ნდობა არ არის მაღალი. არის ძალიან კრიტიკული მოსაზრებები საბჭოს გადაწყვეტილებების მიმართ, ამიტომ მიმაჩნია, რომ პარლამენტმა უნდა აიღოს მთავარი მანდატი. ამაზე გვაქვს განსხვავებული ხედვა და ვთქვით, რომ ეს საკითხი კიდევ უნდა გავაგრძელოთ სამსჯელოდ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)