10:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 17:21:06, 1281 ნახვა

კომენტარი
ქუცნაშვილი: ვაპირებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების შესვლა ღია კონკურსის გზით მოხდეს

"ქართული ოცნების" წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მმართველი გუნდი შეჯერდა პრინციპზე, რომლის მიხედვითაც მოხდება იუსტიციის საბჭოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოსამართლეების შერჩევისას თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული 

"ძალიან შედეგიანი მუშაობა იყო, შემიძლია გითხრათ, რომ ორდღიანი მუშაობა გადის ფინიშზე და საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება ისეთი, როგორიც საზოგადოებას სურს. მე შემიძლია რამდენიმე პრინციპი მოგახსენოთ, რასაც დაეფუძნება უმრავლესობის პოზიცია, კანონში სათანადო ცვლილებების შეტანის წინ. საზოგადოება ითხოვს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე, ამიტომაც ჩვენ ვაპირებთ, რომ ღია კონკურსის გზით მოხდეს შესვლა კანდიდატების უმაღლეს იუსტიციის საბჭოში, რომ შემდგომ საბჭომ დაასახელოს ისინი უმაღლესი იუსტიციის საბჭოს მოსამრთლეობის კანდიდატად, ამით თანასწორობის პრინციპი დაცული იყოს, რადგან ყველა მსურველს მიეცეს თავისი თავის ნომინირების უფლება და ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მეორე სახელმძღვანელო პრინციპი არის ის, რომ კეთილსინდისიერების ხუთივე ასპექტი იყოს განხილული საპარლამენტო კომიტეტებში. მესამე, რომ პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭის ყრის დროს და მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, ინდივიდუალურ პერსონებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო, პოზიტიურ და სასარგებლო პოზიციაზე ჯერდება საპარლამენტო უმრავლესობა, რაც იმედი მაქვს, საზოგადოების უმრავლესობისთვის მისაღები იქნება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics