10:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 12:22:18, 1327 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: უგულავას ჩრდილში გაკეთებული საქმეები, კალაძის მოსაგვარებელია

"როგორც ჩანს, უგულავას ჩრდილში გაკეთებული საქმეები, ცხოვრებამ გამოიტანა მზეზე და ის პრობლემები, რომელიც მის არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, დღეს არის კალაძის მოსაგვარებელი", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერის დღევანდელ ბრიფინგს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კახა კალაძემ სასტუმრო "ბუდაპეშტის" ვაკის პარკში მშენებლობის შეჩერებით, დედაქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღო.

"მინდა გამოვეხმაურო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის და თბილისის მერის, კახა კალაძის ბრიფინგს და მინდა მივესალმო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი და აქვე, მინდა გავიხსენო ორი დღის წინანდელი კომენტარი, რომელიც გიგი უგულავამ გააკეთა, მან თქვა, რომ კალაძე გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდანო, როგორც ჩანს, უგულავას ჩრდილში გაკეთებული საქმეები, ცხოვრებამ გამოიტანა მზეზე და ბევრი პრობლემები, რომელიც მის არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, დღეს არის კახი კალაძის მოსაგვარებელი. მან ეს შესძლო და ეს რთული საკითხი, სადაც იკვეთებოდა ინვესტორის ინტერესები, საკუთრების უფლებრივი საკითხები, მწვანე გარემოს დაცვის თემა, ბიზნესსა და გარემოს შორის თემა, წარმატებით მოაგვარა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმისა და ლიდერობის მაგალითი მისცეს მერმა საზოგადოებას. იცით, რომ იყო დიდი სკეპტიციზმი ამ საკითხის მიმართ და თბილისის მერმა შესძლო ის, რომ ყველა ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა ეს საკითხი", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics