14:55 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 17:59:25, 1517 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - რუსული ოკუპაცია ხელს უშლის საქართველოში ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას

რუსული ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია, ამის შესახებ ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვსაუბრობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ქვეყანას საქმე აქვს ოკუპაციასთან, აგრესიულ ნაბიჯებთან, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება, ეს ხელს უშლის საქართველოში ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად ამ გამოწვევისა, საქართველოს აქვს ისეთი საინვესტიციო გარემო, რომელიც საშუალებას იძლევა, ქვეყანაში ინვესტიციები წამყვანმა კომპანიებმა განახორციელონ.

„საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მიუხედავად ამ ყველაზე მტკივნეული გამოწვევისა, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს პროგნოზირებადი გარემო. გვაქვს ისეთი საინვესტიციო გარემო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მოვიზიდოთ ინვესტიციები წამყვანი კომპანიებისგან. სწორედ ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი გზავნილი ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოს აქვს ეს გამოწვევა, ჩვენ ვართ ერთგული სამშვიდობო პოლიტიკის, ვართ ერთგული იმ ფასეულობების, რაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა და შესაბამისად, საქართველოში ყოველთვის იქნება სტაბილური გარემო ინვესტიციებისთვის, საქართველო ყოველთვის იქნება მოწინავე ქვეყანა და მოწინავე ადგილი ინვესტიციებისთვის და ჩვენ ამაზე მივიღეთ ძალიან კონკრეტული დადებითი უკუკავშირი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
რეჟიმის პატიმარმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ენმ ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშები აეკრძალოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics