14:54 - 06 Nov, 2026
|
2019-01-24 17:12:20, 1303 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია იუსტიციის საბჭოს მიმართავს, სერგო მეთოფიშვილის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მეთოფიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და პოლიტიკურ პროცესში შევიდა. „მგონი დროა მეთოფიშვილთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარებისთვის დრო არ დავკარგოთ. იუსტიციის საბჭომ იმსჯელოს ამ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე, რომელმაც გაიხადა მანტია, დაარღვია კონსტიტუცია, შემოვიდა პოლიტიკურ პროცესში და დაკარგა ლეგიტიმაცია. მე მივმართავ იუსტიციის საბჭოს, დისციპლინური პასუხისმგებლობის წესით იმსჯელოს მოსამართლეზე, რომელმაც აშკარად კონსტიტუციას გადააბიჯა და კანონი დაარღვია. ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი ამ ადამიანზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)