|
2019-01-24 12:51:46, 1379 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი - მოსამართლეების სია, რომელიც იყო წარმომადგენელი, პარლამენტისთვის შეურაცხმყოფელია
„ჩვენ გვჭირდება სასამართლო, რომლის მიმართაც მომავალი 30 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს ექნება ნდობა, ის სია, რომელიც იყო წარმომადგენელი არის შეურაცხმყოფელი პარლამენტისთვის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მომავლისთვის სასამართლო ყველაზე მნიშვნელოვანია. „შევეცდებით დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები, რომ სასამართლო არის ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეები, სასამართლოს მომავლისთვის. ჩვენ გვჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მაღალი ზნეობის მატარებელი ადამიანები, რომელთა ზნეობრივი კრიტერიუმი და მორალური მხარე იქნება დამაკმაყოფილებელი უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის, რომელსაც ვერ აკმაყოფილებენ წარმოდგენილი ადამიანები. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია, ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს ჩინჩალაძეს, ვინც არ უნდა ფიქრობდეს, რა მოხდა, გავიდნენ მოსამართლეებად, იქნებ შეიცვალნენ და გამოკეთდნენ, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მსჯელობა, ეს არის კონფლიქტი იმ ამომრჩევლის დაკვეთასთან, 2012 წლის პირველი ოქტომბრის დაკვეთასთან, რომლის მემკვიდრეობაც დღევანდელი პარლამენტია“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)